საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მონაწილეობას იღებს სისხლის ჩაბარების აქციაში. სისხლის ჩაბარება მოხდება ასოციაციის ორგანიზებით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. აქციის განხორციელების თარიღი და დრო განისაზღვრება
მსურველთა რაოდენობის შესაბამისად.
გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, 2016 წლის 9 დეკემბრამდე შეავსოთ მითითებული ფორმა. მონაცემების შევსების შემდეგ დააწექით გაგზავნის ღილაკს (Submit ან Готово).
სისხლის ჩაბარებისათვის საჭირო კრიტერიუმები იხილეთ მოცემულ ფორმაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 597 04 49 19 მაია ალადაშვილი